Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№13/29 -01
16.10.2018 წ.
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ     დოქტორანტ ალექსანდრე შარაშენიძის თემის  სათაურის ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის წარდგინების  საფუძველზე

ვბრძანებ:
1. დაზუსტდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ჩარიცხულ დოქტორანტ ალექსანდრე შარაშენიძის თემის სათაური  - ,,ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის სტრატეგიის“  ნაცვლად,  
      ,,ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების სტრატეგია“.  
2.   წინამდებარე   ბრძანების   ფაკულტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   და  ყველასთვის ხელმისაწვდომ    ადგილზე     განთავსება    დაევალოს    ფაკულტეტის   საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი    გიორგი ღაღანიძე